суббота, 16 ноября 2013 г.

მეცხრე დღე

დღევანდელმა დღემ წარმატებით ჩაიარა.
ვისწავლეთ  პროექტის შექმნა და ატვირთვა, გაჯეტების შექმნა,ჩასმა.
შევაჯამეთ ტრენინგი, მოვაწყეთ პროექტის ჩვენება.
დიდი მადლობა ლალი მასწავლებელს!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!





воскресенье, 10 ноября 2013 г.

მერვე დღე

დავასრულეთ პროექტის შეფასების გეგმის შაბლონის დაწერა, ბოლოს და ბოლოს გამოგვდის რაღაც.
 ვისწავლე მოსწავლეთა  სწავლის შესახებ პროექტის მნიშ. მოსწავლეები, შესაძლებლობების გარდა, განსხვავდებიან ინტერესების, პიროვნული თვისებების, სწავლის სტილის მიხედვით. ამიტომ   უნდა ვიფიქროთ მოსწავლეთა შორის განსხვავებების გამოვლენაზე  მათი მაქსიმალურად ჩართვაზე გაკვეთილის პროცესში.

суббота, 9 ноября 2013 г.

მეშვიდე დღე

დღევანდელი დღე საკმაოდ საინტერესო იყო. გავიარეთ შეფასების რუბრიკები. +



მიმდინარე მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები რამდენიმე თვალსაზრისით...


  • შეფასება ინტეგრირებული უნდა იყოს საპროექტო დავალებებში და უნდა შეესაბამებოდეს შეფასების მიზნებს.
  • მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები უნდა მოიცავდეს შინაარსობრივ ნაწილს და, ასევე, 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს, განსაზღვრავდეს, რა ცოდნა და უნარ-ჩვევები შედის პროექტში.
  • რუბრიკა წარმოგვიდგენს ამოცანების მახასიათებლებს (მარცხენა სვეტი) და აღწერით ნაწილს (მარჯვენა სვეტი) და მიგვითითებს შესრულების სტანდარტზე.
  • გამოიყენეთ შემაჯამებელი შეფასების ფორმები პროდუქტისა და შესრულების ხარისხის შეფასებისთვის.